ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სართიჭალაში, მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია „ჩირინამ", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით, მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა 3" ააშენა.

„თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი კარგი მაგალითია ახალი კომპლექსი, რომელიც მეფრინველეობაზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თვითუზრუნველყოფას. ქვეყანაში ფრინველის ხორცის წარმოება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 40%-ზე მეტით არის გაზრდილი. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ქვეყნის ფრინველის ხორცით თვითუზრუნველყოფა, არამედ ექსპორტზეც გავიდეს პროდუქცია. განსაკუთრებით ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბური და მსხვილი ინვესტიცია პანდემიის პირობებში განხორციელდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი კომპლექსის „სართიჭალა 3" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპლექსის ფარგლებში, „ჩირინა" ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას მოახდენს. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, EBRD კავკასიის ასოცირებული დირექტორი გიორგი ახალკაცი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა