გიგი წერეთელი - ყველგან წუხილია უმუშევრობასა და სიღარიბეზე, მაღალ ფასებსა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში გიგი წერეთელი ზესტაფონის რაიონის სოფლებში, ჭალატყე, არგვეთასა და საქარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პრობლემები მოისმინა და გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო. წერეთლის თქმით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ემატება ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მოსახლეობას გადაადგილების საშუალებას უზღუდავს.

წერეთლმა აღნიშნა, რომ სწორედ 31 ოქტომბერი იქნება დღე, რომელიც როგორც ზესტაფონის რაიონს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ვიმყოფებოდი ჭალატყეში, არგვეთასა და საქარაში, ყველგან წუხილია უმუშევრობასა და სიღარიბეზე, მაღალ ფასებსა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე. წყალი და გზა ყველგან მოსაწესრიგებელია. არგვეთაში განსაკუთრებით მიხარია ჩემი პატარა მეგობრების მონახულება, მათგან დავალება მივიღე და აუცილებლად უნდა შევუსრულო ჭალატყეში, ძალიან ცუდი გზაა, რაც მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ჩემი შეხვედრის შემდეგ საგზაო ტექნიკამ წაიმუშავა და მცირედი შეღავათი იქნება ადგილობრივებისათვის. თუმცა ამ გზას კაპიტალურად სჭირდება გაკეთება და არამხოლოდ წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო