ივერი მელაშვილის მეუღლე - სპექტაკლი დადგა „ოცნებამ“, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და საქართველო გადაარჩინეს

დიდი სპექტაკლი დადგა „ოცნებამ“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა რაღაც მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და გადაარჩინეს საქართველო, რომ ამით მოეპოვებინათ ხმები,- ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მელაშვილმა ვერ მოითმინა დავით გარეჯის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები და „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალა სპექტაკლის განხორციელებაში.

„ეს არ არის 1 და 2 დღის დადგმული, წელწადნახევარია ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. როდესაც ამის გამო რაღაც ღალატში დაადადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა იმიტომ, რომ უაღრესად წესიერი და პატრიოტი ადამიანია. მართალია, პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების გადაცემის საწინააღმდეგოდ, ამიტომ მათ განახორციელეს ამ ორი ადამიანის მიმართ დაკავების ღონისძიება და ბრალდების წარდგენა. ჩვენ დიდი ფულის მისწრაფება არასდროს გვქონია, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული, ესაა ჩვენთვის ყველაფერი და ამით რომ ადამიანი ცხოვრობ და ვიღაც საზიზღრობაში გადანაშაულებს, ვერ მოითმინა და გამოვიდა ამის წინაშე“,- განაცხადა თამარ სულაძემ.

კითხვაზე, რატომ დააკავეს დავით გარეჯის კომისიის წევრებიდან მაინცდამაინც ივერი მელაშვილი, თამარ სულაძე ამბობს, რომ მისმა მეუღლემ უარყო ბრალდებები და „ქართულ ოცნებას“ სპექტაკლის განხორციელებაში ხელი შეუშლა.

„ალბათ იმიტომ, რომ სხვას ხმას არ ამოუღია, თუმცა ჩემმა მეუღლემ თავიდანვე უარყო, რომ ასეთი რამ არ ხდებოდა. ამით თავისდაუნებურად მან ხელი შეუშალა იმ სპექტაკლის გახორციელებაში, რითიც უნდოდათ ხმების მოპოვება“,- განაცხადა სულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: დიდი სპექტაკლი დადგა "ოცნებამ" - დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს