ივერი მელაშვილის მეუღლე - აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა მათ

აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა მათ, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ განაცხადა. სულაძის თქმით, მიწის დათმობასთან დაკავშირებით საკითხები არა კომისიის წევრების, არამედ პირველი პირების დონეზე წყდებოდა.

„ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასათან გასარჩევი. როცა ეს ამბავი აგორდა და დავუსვი რაღაც კითხვები, მაშინ თქვა, ეს ბრალდებები, რასაც ამბობენ, სწორი არ არისო. საიდან დაიწყო ეს - ბერი კირიონიდან და ჯაღმაიძის განცხადებებიდან, ისინი არ არიან ამ საქმეში ჩახედული, ისინი არიან დილეტანტურ დონეზე, მათ რაც სასურველია, ის მიაჩნიათ რეალურად. სასურველი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაა, რომ მთელი გარეჯი ჩვენთან იყოს, მაგრამ ასევე სასურველია ოშკი, ხახული და ჩვენი მიწები, რაც იყო ჩვენთან იყოს, მაგრამ სასურველსა და რეალურს შორის ადამიანმა სხვაობა უნდა დაინახოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც გვინდა, ამას არავინ მოგვცეგმს. ამისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება საუკეთესო შეთანხმებებისთვის მიეღწიათ. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთქმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს არ უთქმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს. რაც შეეხება საზღვრის დადგენა დიდხანს რომ გაიჭიმა, თუ იმ მონაცემებით დადგინდებოდა, რა მონაცემებიც იყო, მაშინ ჩვენ რომ არ გვაწყობდა, ისე გაევლებოდა საზღვარი. ამიტომ, მიდიოდა მოლაპარაკებები იმაზე, რომ როგორმე აზერბაიჯანი რაშიც დაინტერესებული იყო და ჩვენთვის არ იყო მნიშვნელოვანი, გაცვლით ჩვენთვის დაეთმოთ გარეჯი, უბრალოდ არავინ არაფერს დაგითმობს. თან ეს დათმობა ამათ დონეზე არ ხდება, ეს პირველი პირების დონეზე ხდება. თქვეს, ვიღაც ყიდდაო, ეს მაგიდა ხომ არ არის, ან კარტოფილის ტომარა, რომ გაყიდო, ასეთი ადვილი არ არის ეს“, - განაცხადა სულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა