თურქეთის საგარეო უწყება - ცეცხლის შეწყვეტით აზერბაიჯანმა სომხეთს უკანასკნელი შანსი მისცა

თურქეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტით აზერბაიჯანმა სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დასახევად უკანასკნელი შანსი მისცა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა დღეს ბაქოს დროით 12:00 საათზე გამოცხადდა. აზერბაიჯანმა სომხეთს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის უკანასკნელი შანსი მისცა,“- აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განმარტებით, აზერბაიჯანმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება შეუძლია, რომელიც თითქმის 30 წელია ოკუპირებულია.

„ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნით მთელს მსოფლიოში სურდათ. აი, რატომ აძლევს აზერბაიჯანი სომხეთს უკანასკნელ შანსს,“- ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასაწყისისთვის აუცილებელი ქმედებაა, ის პრობლემის სამუდამოდ მოგვარებას ვერ ჩაანაცვლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს