ზვიად ძიძიგური - ჩვენ არ ვერთვებით პარტიების წინასაარჩევნო კინკლაობაში, არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საარჩევნო კამპანია

საქართველის კოსერვატიული პარტიის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატალია ძიძიგური იქნება,- ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ლადო ურუშაძე იბრძოლებს, ხოლო სიის პირველი ნომერი მერაბ ბოლქვაძეა.

“პარლამენტში მეტი კონსერვატორი უნდა იყოს ვიდრე ლიბერალი. საქართველოს კონსერვატიული" პარტია სრულიად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

ჩვენ არ ვერთვებით პარტიების წინასაარჩევნო კინკლაობაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საარჩევნო კამპანია. სწორი საარჩევნო კამპანია არის არა ის - ბიძინა თუ მიშა, რაც პოლიტიკურ სივრცეში ხდება. მთავრია ვებრძოლოთ პრობლემებს, რომელიც საქართველოს წინაშეა.

პირველი პრობლემა ნარკოდამოკიდებულებაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში ძალზე შემაწუხებელი გახდა. ჩვენ ვთავაზობთ, სპორტს ნარკოტიკის ნაცვლად, ასეთი პროგრამა ევროპის ბევრ ქვეყნებში განხორციელდა. პირველ ეტაპზე 13-17 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფია, ვაუჩერების მიწოდება მოხდეს, რათა სპორტულ დარბაზებში დაიტვირთონ თავი და ნარკოტიკებისკენ ნაკლებად გაიხედონ.

ასევე, ვეტერანები ღირსეულ მდგომარეობაში უნდა იყვნენ, რადგან ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და სამარცხვინოა, რომ სუბსიდიის ნაწილში ვეტერანებს 22 ლარი ჰქონდეთ. მესამე თემა არის თავდასხმა ეკლესიაზე, რაც მიუღებელია. ჩვენი ყოფა, კულტურა ცხოვრობა , სტუმრის მიღება, ჩვენი ოჯახში ცხოვრება და ცხოვრების წესი, ყველაფერი ეს ქრიატიანულია. როდესაც თავს ესხმიან ეკლესიას, თითოეულ ჩვეგანს ესხმიან თავს",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული