კახა კალაძე - სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ

„გიდასტურებთ პირადად ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცილებელია მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებ ადამიანებს და მუნიციპალიტეტს აწუხებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეიცვალა.

„მოგესალმებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან, ულამაზესი მესტიიდან, ადგილიდან სადაც ცა-მიწას ერწყმის და მხარიდან, სადაც პრაქტიკულად წაშლილია ზღვარი რეალურსა და ზღაპრულს შორის. სვანები, განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურობს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს. ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და უძველესი სალოცავებით გარშემორტყმული ხალხისთვის ბუნებრივია, რომ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თქვენც სათუთად უფრთხილდებით და იცავთ წინაპრების დანატოვარს, ისევე, როგორც უძველეს სვანურ ენას, რომელიც მთელი საქართველოსთვის ასეთი საამაყოა. ასეთ პირობებში გაზრდილ ადამიანს, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვება, თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, სიმართლის მთქმელი, პირდაპირი, სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ. ამიტომაც, ახლა, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ და სიტყვით გამოვდივარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია.

„უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ისე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ - ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა. მესტიაში რამდენჯერმე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც როგორც თითოეული თქვენგანის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახება; რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ თქვენი მხარე კიდევ უფრო მდიდარი, უკეთ მოწყობილი და განვითარებული იყოს, სახელმწიფო სიკეთეებით ყველა თქვენგანმა ისარგებლოთ და თითოეული ოჯახის შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ ამ გზაზე არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პირადად ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცილებელია მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებ ადამიანებს და მუნიციპალიტეტს აწუხებს“, - განაცხადა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს