მუჰამედ ჯავად ზარიფი - ირანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და აზერბაიჯანსა და სომხეთს დიალოგისკენ მოუწოდებს

ირანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება და მშვიდობისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ირანი მიესალმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, როგორც მშვიდობისკენ წინგადადგმულ ნაბიჯს. ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, საერთაშორისო სამართალსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე დაფუძნებულ არსებით დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდებთ,“ წერს მუჰამედ ჯავად ზარიფი.

მისივე თქმით, ირანი აფასებს „რუსი მეგობრების კონსტრუქციულ მცდელობებს“.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა