არჩილ თალაკვაძე - ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით

ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში. ყველა ჩვენს მხარდაჭერს მოვუწოდებ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სვანეთსა და მთელს საქართველოში ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა უნდა გაგრძელდეს და მეტი ახალგაზრდა უნადა ჩაერთოს პროცესში. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და დასაქმების შესაძლებლობა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს მეგობრებს, საყვარელ ხალხს კიდევ ერთხელ ვხვდებით იმისთვის, რომ შევაჯამოთ ჩვენი გაკეთებული საქმე და განვიხილოთ მომავალში რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ. სვანეთმა და სვანებმა ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შემოუნახეთ მთელ საქართველოს. ეს იყო და არის მთელი ქვეყნის განძთსაცავი და თქვენც უამრავი ნიმუში გაქვთ შექმნილი და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეს ყველგან ჩანს. რაც მთავარია, ეს უნიკალური კულტურა აგრძელებს თავის არსებობას, ის ცოცხალია და დღემდე ათიათსობით სტუმარს, ქართველსა თუ უცხოელს, აოცებს. ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მომავალშიც ღირსეულად უნდა მოვუაროთ და უნდა განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, სვანეთის განვითარება, სადაც ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები იქნება ადამიანებისთვის ბიზნესის, განათლების სფეროში. მეტი ახალგაზრდა უნდა ჩავრთოთ პრეცესში, მივცეთ მას თავისი საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამისთვის.

მე მინდა, მხარი დავუჭირო მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს. ის არის საოცრად კეთილსინდისიერი ადამიანი, თავის სამშობლოზე შეყვარებული კაცი, რომელიც უბრალოდ ადამიანებთან, თავის საზოგადოებასთან პირნათელია და ამ არჩევნებშიც პირნათელი და ოპტიმისტური განწყობითა და გეგმებით მოდის,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მმართველ გუნდს აქვს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა, მას მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება სურს.

„მე მინდა ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, შევუერთდე პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს, როდესაც მან თქვა, რომ ქვეყანას ძალადობა, პროვოკაციები არ სჭირდება. ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თავისუფალი, მაღალი სტანდარტების არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების და ეს 54%-დან 64% -მდე არის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, როდესაც საზოგადოება შენს გვერდით არის და გაქვს ქვეყნის განვითარების გეგმა, მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები გვჭირდება. ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“-განაცხადა თალაკვაძემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“