ოთარ კახიძე - აფგან მუხთარლის არშემოშვება უთავმოყვარეო ზეიმის გაგრძელებაა

“ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში არ შემოშვებას ეხმაურება. კახიძის თქმით, აფგან მუხთარლი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, რის შემდეგადაც გააქრეს მტკიცებულებები, რომლებიც მის გატაცებას ამტკიცებდა.

„აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლების უშუალო ჩართულობით გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, შემდგომ გაანადგურეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მის გატაცებას და არ შექმნეს საგამოძიებო კომისია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით. რა თქმა უნდა, მისი არშემოშვებაც იგივე ხაზის გაგრძელებაა, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მთელ საზოგადოებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების შემდგომ, 31 ოქტომბრის მერე, ყველა ამ ბურუსით მოცულ საქმეს ნათელი მოეფინება, როდესაც ობიექტური გამოძიება ნათელ სურათს დაადგენს. მანამდე კი, ასეთ უთავმოყვარეო ზეიმში არის ჩვენი ქვეყანა, როდესაც ჟურნალისტებს დედაქალაქის ცენტრიდან იტაცებენ და საზღვარზე გადაყავთ ტომარაჩამოცმული, ეს ყველაფერი ცვლილებებთან ერთად დასრულდება“, -აცხადებს კახიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას აპირებდა, თუმცა მას ამის უფლება არ მიეცა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია „აირზენა“ ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

იხილეთ ვიდეო: ოთარ კახიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში არ შემოშვებას ეხმაურება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა