კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

მსახიობს, საპატრიარქოს თანამშრომელს კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ თავად მსახიობმა დაუდასტურა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მიქიაშვილი განმარტავს, ის კორონავირუსით მეგობრისგან დაინფიცირდა და მასთან კომუნიკაციის შემდეგ, ის საპატრიარქოში არ მისულა. კახა მიქიაშვილი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

“მძიმე პაციენტად არ ვითვლები, თუმცა, პირველ დღეებში უფრო კარგად ვიყავი, ახლა როცა ველოდი, რომ გამწერდნენ, პნევმონია დამიდგინდა ორივე ფილტვზე და თავიდან დამიწყეს მკურნალობა. ვისგან გადამედო ვიცი. ყველაზე მეტად მადარდებდა, რომ სხვისთვის არ გადამედო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი და ჩემგან არავის გადადებია, რადგან კონტაქტები არ მყოლია“, - აცხადებს მიქიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო