არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ორკესტრირებული რეაქციები - თითოეული მოქალაქის ინტერესებშია, რომ დავით გარეჯი თავის სამონასტრო კომპლექსით იყოს დაცული

საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები, რატომ იმართლებენ ისინი თავს იმსაკითხზე, რომელიც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, აღნიშნული საქმე პოლიტიკის მიღმაა და ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.

„ჩემი დამოკიდებულება დავით გარეჯთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო. ეს არის ზეპარტიული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. სწორედ ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლადაღმოჩენილი რუკები, ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქარველოს უკეთეს და უფრო სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში აზერბაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დაცვა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა, ეს აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები. რატომ იმართლებენ ისინი თავს იმ საკითხზე, რომელიც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე. ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესებშია, რომ დავით გარეჯი თავის სამონატრო კომპლექსით იყოს დაცული და იყოს სამართლიან ფარგლებში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა