სერგი კაპანაძე -კარტოგრაფების საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმეა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაკავებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის პოლიტიკური მიზნებისათვის და მას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლის დადგენასთან. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს შესათავაზებელი არაფერი აქვს ხალხისათვის, ამრიგად, ის ისვრის ტალახს ოპონენტების მიმართ და ამით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.

კაპანაძის თქმით, ეს საქმე ივანიშვილს უკან შეუტრიალდება და ის 31 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხება.

„ეს კარტოგრაფების საქმე არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რამე იურიდიულ საკითხებთან ან სიმართლის დადგენასთან. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე და ის, რომ ეს ინფორმაცია, ვითომ, ე.წ დამალული რუკის შესახებ, ან სხვა რუკის შესახებ ცნობილი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელისუფლებლო პირებისათვის, მათ შორის, მინისტრებისთვის, კიდევ ერთი დასტურია ამისა. ეს ადამიანები, რომლებიც ეხლა არიან დაკავებული, არიან ჩვეულებრივი ტუსაღები, რომელთა გამოყენებაც უნდათ წინასარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისათვის და ეს მათ არ გამოუვათ, ეს ამბავიც უკან შეუტრიალდებათ და ეს ვერ შეუშლის ხელს ცვლილებებს 31 ოქტომბერს და ვერ შეუშლის ხელს ივანიშვილის დამარცხებას. ამ საქმეს არანაირი კაშირი არ აქვს რაიმე სიმართლის დადგენასთან, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ საქმის ამოცანა არ არის არანაირი სიმართლის დადგენა, ამ საქმის ამოცანა არის პოლიტიკური და ეს იმითაც დასტურდება, რომ არავინ არ გამოკითხულა, იმითაც, რომ ამ საქმეს არანაირი იურიდიული დანაშაული არ აქვს, არანაირი დამალული რუკა რეალურად არ არის, ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური საქმე წინასაარჩევნოდ. ამ საქმის ამოცანა არის, რომ უბრალოდ ტალახი ესროლოს წინა ხელისუფლებას და დააბრალოს მას, რომ თითქოს ყიდდა რაღაც ტერიტორიებს, თმობდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს, დავით გარეჯს. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეზე გავლენ თუ არა, ჩვენებას აიღებენ თუ არა წინა ხელისუფლებიდან, ეს ხომ ზოგადი მიდგომაა ივანიშვილის, რომ უბრალოდ, ყველაფერი დააბრალოს წინა ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა ამ საქმეში არ არის, ეს ყველაფერი მოგონილი ამბავია დამალულ რუკებთან დაკავშირებით და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და კიდევ ერთხელ მორიგი ტალახი ისროლოს, რადგან არაფერი შესათავაზებელი ივანიშვილს ხალხისათვის არ აქვს,“ - განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს