არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის, მზად ვართ, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, რომ დამკვირვებლებმა მუშაობა შეძლონ

ჩვენი პრიორიტეტი იყო შეგვექმნა ყველანაირი უსაფრთხო პირობები, რათა რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისია ჩართულიყო საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების პროცესში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის ინტერესებშია, რომ არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს.

„ჩვენს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს. სწორედ ამიტომ ჩვენ მივწერეთ ოფიციალური მოწვევები და წერილები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, მე დავუკავშირდი ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეას. ასევე, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია. ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დემოკრატიული პროგრესი იქნება ასახული.

მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის, მზად ვართ, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, რომ დამკვირვებლებმა მუშაობა შეძლონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ. „ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რათა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ, ეს არის მთელი გუნდის პოზიცია და მოვუწოდებთ ყველა მხარდამჭერს, არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობით, ძალადობა ისჯება კანონით და ძალადობას არ ექნება მხარადაჭერა და არ იქნება შეწყალებული ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით - 54-დან 64%-მდე იზრდება ის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიან, მშვიდ თავისუფალ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ადამიანები, რომლებიც ამაში არ არიან დარწმუნებული, ცდილობენ ამას ძალადობით შეუშალონ ხელი, თუმცა ამაზე იქნება რეაგირება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის, მზად ვართ, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, რომ დამკვირვებლებმა მუშაობა შეძლონ - არჩილ თალაკვაძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს