აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰან ბაირამოვის განცხადებით, მოსკოვში, სომხურ მხარეთან საუბრის დროს მიღწეული შეთანხმება, რომელიც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, დროებითია და იმდენხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც „წითელ ჯვარს“ დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესის დასასრულებლად დასჭირდება.

როგორც ბაირამოვმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხანგრძლივობა არც ერთობლივ დოკუმენტშია ასახული.

„ძნელია, წინასწარ ითქვას რა დრო დასჭირდება “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს” ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესისთვის,“- აღნიშნა ბაირამოვმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა.

იხილეთ ვიდეო: მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს