დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც უნდა შეცვალოს გაჭირვება, სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. პარტიის წევრებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს. დავით ბაქრაძის თქმით, მძიმე ეკონონომიკური და სოციალური მდგომარეობა, უიმედობა და უპერსპექტივობა უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს.

„31 ოქტომბრის არჩევნები, ეს არის თითოეული ჩვენგანის შანსი მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში, რადგან გაგრძელება დღევანდელი ცხოვრების, გაგრძელება უმუშევრობის, სიღარიბის, ყოველდღიურად გაძვირებადი ფასების, იმ უიმედობისა და უპესეპექტივობის განცდის ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახებს უბრალოდ არ ექნება მომავალი. ამიტომ, 31 ოქტომბერი, ეს არის გარდამტეხი ცვლილებების დღე, იმ ცვლილებების დღე, რომელმაც უნდა შეცვალოს გაჭირვება და სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და რომელმაც უნდა შეცვალოს ის, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრობს მთავრობა და ცუდად ცხოვრობს ხალხი, გარდამტეხი ცვლილება გახლავთ სწორედ ის, რომ მთავრობა ემსახურებოდეს ხალხს, რომ შეიქმნას დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაიზარდოს და გაორმაგდეს პენსია და სოციალური დახმარებები, რათა ადამიანები ცხოვრობდნენ უკეთ და მთავრობამ მოიკლოს საკუთარი კეთილდღეობა და ხალხი იყოს უკეთ. ეს არის გარდამტეხი ცვლილება, ამ ცვლილების დღე არის 31 ოქტომბერი და სწორედ ამიტომ, ეს არის ჩვენი შანსი, ჩვენი წყალგამყოფი, ან ყველა ერთად შევცვლით ცხოვრებას და ვიცხოვრებთ უკეთესად და გვექნება მომავალი, ან გაგრძელდება სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და ეს ყველაფერი ჩამოშლის ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ლევან ბოძაშვილი - კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენთვის ახლა აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა