არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კითხვებს ბადებს თუ რატომ გადაწყვიტა აფგან მუხთარლიმ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კითხვებს ბადებს ის, თუ რატომ გადაწყვიტა აფგან მუხთარლიმ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა. ამის შესახევ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცა მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის უფლება.

თალაკვაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იყო მიღებული.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, კითხვებს ბადებს თუ რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინც და მაინც წინსაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა. ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, მას აქვს სამართლებრივი სახის კითხვები და სამართლებრივი სახის საკითხები ხელისუფლებასთან, შესაბამისად, რატომ გადაწყდა მისი მხრიდან ჩამოსვლა ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ჩემთვის ბევრ კითხვებს ბადებს. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, მოგეხსენებათ, რომ არის პანდემია, არის უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული, ასევე, მთელი ევროპის მასშტაბით გადაადგილება არის შეზღუდული და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აბსოლუტურად კანონიერად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია „აირზენა“ ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“