ზურაბ ჭიაბერაშვილი - ფასების სტაბილურობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ლარის გამყარებას მაღალი ეკონომიკური ზრდა მოიტანს

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. პარტიის წევრებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც თელავს, ისე მთლიან საქართველოს.

„ჩვენ დღეს თელავში, ჩვენ მხარდაჭერებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვით, 31 ოქტომბერს ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. ხალხს აინტერესებს რას იზამს ის კოალიციური მთავრობა, რომლის საყრდენი და ხერხემალი იქნება „ევროპული საქართველო“. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ფასების სტაბილურობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ლარის გამყარებას მოიტანს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც აუცილებლად იქნება იმ ეკონომიკური პროგრამის შედეგად, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემუშავებული. ეს იქნება მიმართული კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ამოისუნთქოს ქვეყანამაც და ადამიანებმაც”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს