მარიამ ჯაშმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქობულეთში პარტია " ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა მოსახლეობას აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო უმაღლეს საბჭოში ლაშა ვერულიძე იბრძოლებს. "ქობულეთი გაჩერებულია. არ ფუნქციონირებს არაფერი. ხელისუფლებას 1 წლის განმავლობაში არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რათა შეემსუბუქებინა ქობულეთელების განსაკუთრებით დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა ათასობით ოჯახისთვის ქობულეთში კატასტროფული აღმოჩნდა. საბანკო კრედიტების შეღავათები აღარ მოქმედებს და ასეულობით ოჯახი განიცდის საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან ძლიერ ზეწოლას", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პარტია საბანკო შეღავათების მოთხოვნით პეტიციების შეგროვებას იწყებს.

"აუცილებლად უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლო სოციალური პოლიტიკა და გადაიხედოს საბანკო რეგულაციები, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქეს. დღეს სწორედ ეს არის ყველა ოჯახის საფიქრალი, როგორ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში სესხების პროცენტების დაფარვას და როგორ გადაურჩეს გამოსახლებას. მოქალაქეები მხოლოდ არსებობაზე ფიქრობენ", -მიმართა მხარდამჭერებს აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაშა ვერულიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს