არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემაზე  ყველაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი წარსული,  მათ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ

ოპოზიციაზე და განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემაზე, ვფიქრობ, ყველაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი წარსული. მათ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ და როგორც ჩანს, ამისგან თავის გათავისუფლებას ვერ ახერხებენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, ეს ოპოზიციური ჯგუფები სხვას დებენ ბრალს იმაში, რითიც მათი პოლიტიკური ბიოგრაფია გამოირჩევა. ამასთანავე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ძალადობა „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს ყოფილა.

„ისინი თან ბოდიშებს იხდიან და თან ამბობენ, რომ ეს ბოდიში არ არის სამართლებრივი. თან მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს და ეს იყო შეცდომა, მაგრამ ამავდროულად, მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ კიდევ გავაკეთებთ ამ ყველაფერსო. ამიტომ ვფიქრობ, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, პირველ რიგში, რას ეუბნებიან თავის მოქალაქეებს, რას ეუბნებიან საზოგადოებას და შემდეგ, უკვე საზოგადოება გადაწყვეტს თავისუფალ არჩევნებში თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არანაირი ზეწოლა და ძალადობა არ შედის დღეს საქართველოსა და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში. ჩვენ ჩავატარეთ ეს რეფორმები იმისთვის, რომ გვქონოდა თავისუფალი არჩევნები. ვინც კი შეეცდება ძალადობრივი ინციდენტებით, კანონდარღვევით რამე ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, კანონიერ რეაგირებას მიიღებს ამაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, არანაირად პროვოკაციებში არ ჩაერთონ, არ უპასუხონ ძალადობის აქტებს ძალადობით და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს არ ყოფილა ის, რაშიც ჩვენი ოპონენტები დღეს გვადანაშაულებენ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო