შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

1-9 ოქტომბერს, COVID-19-ის რისკ ჯგუფების სისტემური ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მებაჟე ოფიცრებსა და შესაბამის ობიექტებზე ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ტესტირება საერთო ჯამში, 430 პირს ჩაუტარდა. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, პირველი ოქტომბრიდან ცხრა ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მიზნობრივი ტესტირება, ანტიგენსა და ანტისხეულზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები) ჩაუტარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე რისკ ჯგუფებში შემავალი პირებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მძღოლების ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება,“- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა