არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მტკიცებით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს სამხედრო მოქმედების მზადების დასაფარად იყენებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს სამხედრო მოქმედების მზადების დასაფარად იყენებს.

ე.წ. საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთადერთი გზა მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებაა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მისი ძალაში შესვლიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“