გიორგი კახიანი - ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რასაც შესაძლოა, შედეგად მოჰყოლოდა ის, რომ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი აღმოჩენილიყო  ქვეყნის გარეთ

პარლამენტის ვიცე -სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რასაც შესაძლოა, შედეგად საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვა მოჰყოლოდა. როგორც კახიანმა განმარტა, აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.

„ეს, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლო პოზიციაა. სამწუხაროდ, ჩვენ რას ვხედავთ, არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც იმაზე მიუთითებენ, რომ დავით გარეჯის და ზოგადად, დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, რასაც შესაძლოა, შედეგად მოჰყოლოდა ის, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აღმოჩენილიყო ჩვენი ქვეყნის გარეთ. ამაზე მეტყველებენ კონკრეტული ფაქტები, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია არ საუბრობს ამ ფაქტებზე, ისინი ცდილობენ ისრის სხვა მიმართულებით გაშვებას, საუბრობენ, თითქოს, ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებიც მოვისმინეთ, ეს ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ ამ კონკრეტულ ფაქტებს და საკითხის პოლიტიზირება მოახდინონ.

ფაქტები არის უდაო და ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე კითხვები შეიძლება გაჩნდეს, თუ რატომ მოხდა არა 1938 წლის რუკის მიხედვით ხელმძღვანელობა, რომელიც მართლა არსებობდა, არამედ სხვა რუკის - 70-იანი წლების რუკის მიხედვით ხდებოდა კომისიის მიერ დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მსჯელობა. ესეც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს. უფრო მეტიც, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა“, - განაცხადა კახიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს