პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები,პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქციას მართავენ. აქციაზე, რომელიც მოძრაობა " სირცხვილიას"მიერ არის ორგანიზებული, იმყოფება ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე.

აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ მელაშვილი და ილიჩოვას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი კარტოგრაფების დაკავების საქმეში რუსულ კვალს ხედავენ. "რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ბერძენიშვილის თქმით, მელაშვილი და ილიჩოვა დავით გარეჯის საქმეზე უდანაშაულოდ არიან დაკავებულები.

"ჩვენი საზოგადოების სირცხვილია, როცა ორი უდანაშაულო, ღვაწლმოსილი ადამიანი საარჩევნო ამოცანების გამო ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დააპატიმრა. გარდა იმისა, რომ სირცხვილია, უკიდურესად სახიფათოა ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრეტენზიის წარდგენა. ეს რომ ტერიტორიული პრეტენზიაა და არა რაიმე სხვა, რომ 3 500 ჰექტარი აზერბაიჯანს მოღალატურად გადასცა ამ კომისიამ და ამიტომ დავაპატიმრეთ მისი ხელმძღვანელი და კიდევ ერთი წევრიო - ეს არის სრულიად მკაფიო და ეს არ არის მხოლოდ შიდა მოხმარების საგანი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა