გრიგოლ გეგელია - „ლელო“ მიესალმება ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ საქართველომ მხარეებს შორის პროაქტიური როლი უნდა შეასრულოს

„ლელო“ მიესალმება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პარტია ვემხრობით მშვიდობის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ პარტიის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„როგორც კეთილდღეობისა და განვითარების აუცილებელ წინაპირობას. დღეს სრულიად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა ხელახლა უზრუნველყონ ურთიერთობების სამშვიდობო დიალოგის ფორმატში გაგრძელება, რაც წარმოადგენს ამ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ ეფექტიან გზას“,-აცხადებს გეგელია.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი პროაქტიური როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

„როგორც ჩვენი მოძმე სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური შეკავშირების, აგრეთვე რეგიონალური სამშვიდობო პოლიტიკის ფორმირებაში. მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის პოლიტიკა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიელ ხალხთა საერთო ინტერესს და მას ალტერნატივა არ გააჩნია“,- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა