ივერი მელაშვილის მეუღლე - ეს იყო ბომბი, რომელიც უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ ერთი კვირით ადრე - ჩემმა მეუღლემ ამხელა სიბინძურე ვერ მოითმინა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავების საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. როგოც თამარ სულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეუღლე უდანაშაულოა .

"მადლობას ვუხდი აქ მყოფ ადამიანებს. გზაში სრულიად უცხო ხალხი მაჩერებს და თანადგომას მიცხადებს. მგონი, ყველამ დაინახა, რა ხდება, მათ შორის ისეთმა ადამიანებმაც ვინც არ მიცნობდა. ვინც მიცნობდა ასევე ყველამ იცის, თუ როგირი პატიოსანი და წესიერი ადამიანია ჩემი მეუღლე. მათი სპეკტაკლი, რომ ხმები მოეპოვებინათ, მგონი, საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ. ხალხმა დაინახა, რა სიბინძურე დადგეს ამ არჩევნების წინ. არც მე და არც ჩემი მეუღლე პოლიტიკოსები არ ვართ. არ მიფიქრია, რომ ასეთი რაღაც ვინმეს შეეძლო მოეფიქრებინა, გაოცებული ვარ. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ", - განაცხადა თამარ სულაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და მისი კოლეგის, ნატალია ილიჩოვას დაკავება მოქმედი ხელისუფლების ინტერესში შედის.

„ეს იყო ბომბი, რომელსაც აფეთქებდნენ და უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ ერთი კვირით ადრე. გაჟღერდებოდა, რომ თურმე " ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველოს მიწების ვიღაცისთვის გადაცემის მცდელობა იყო, ისინი თუ მოვლენ მიწებს გაგიყიდიან და ჩვენ "ფრთიანი ანგელოზები" ვართ, ხმა მოგვეცით, რომ საქართველო დავიცვათო - ეს იყო მაგათი კოზირი, მაგრამ ვინაიდან ისინი შეეხნენ წესიერ და აპოლიტიკურ ადამიანებს და მოღალატედ გამოიყვანეს, ჩემმა მეუღლემ ამხელა სიბინძურე ვერ მოითმინა და თქვა, რომ მსგავსს ადგილი არ აქვს. ამით, მათ დადგმულ სპექტაკლს ხელი შეუშალა,რომელსაც წელიწადნახევარია ამზადებდნენ. ამით, ფაქტობრივად, თავისდაუნებურად ამათთან დაპირისპირება გამოვიდა", - განაცხადა სულაძემ.

დაკავებული კარტოგრაფის მეუღლემ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა სასამართლოს იმედი. სულაძე იმედოვნებს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი გათავისუფლდებიან.

"მე მგონი, ყველა თავის სკამზე და თავის ადგილზე ფიქრობს და ამიტომ, ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმემ სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს,მაგრამ მაინც მაქვს სადღაც იმედი, რომ იქნებ არსებობს ადამიანური ფაქტორი, ვისთვისაც პატიოსნება, სამართლიანობა ყველაფერზე მაღლა დგას და გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დაკავებულები",- განაცხადა თამარ სულაძემ.

საქართველოს პარლამემტის წინ სამოქალაქო აქტივისტები,პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქციას მართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო