იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს.

„ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, სამსახიობო ხელოვნების ტაძარია, რომლის სცენაზეც თამაშობდნენ ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავები. თეატრი, რომელმაც გვაჩუქა არაერთი საინტერესო რეჟისორი, სპექტაკლი და წარუშლელი შთაბეჭდილება. თუ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია ქუთაისს ვუწოდოთ კულტურის მექა, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ მესხიშვილის თეატრს მიუძღვის და მის ხელოვნების ქურუმებს. გილოცავთ, ახალი, საიუბილეო 160-ე სეზონის გახსნას, დღევანდელი პანდემიის პირობებში ეს კიდევ უფრო საპასუხისმგებლო და უცნაური სეზონია. გისურვებთ გულწრფელ ტაშსა და ემოციებს, ბევრ აღტაცებულ მაყურებელს და გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის გვერდით დაგიდგებიან“, - ნათქვამია იოსებ ხახალეიშვილის მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა