გიგი უგულავა - ყველა უყურებს ერთ კაცს, იმ ერთ კაცს ეზარება და ძულს საქმის გაკეთება და არის ასე ქვეყანა გაჩერებული ჭაობში

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგი უგულავას თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად არ არის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც მოსახლეობას უზღუდავს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ცენტრში გადაადგილდეს გვიანობამდე. უგულავამ აღნიშნა, რომ საჭიროა მედიათეკების ფუნქციონირება ქალაქში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების საშუალება.

როგორც უგულავამ აღნიშნა, საჭიროა, რომ ზუგდიდს ჰქონდეს რეალური თვითმმართველობა, რათა მოსახლეობამ თვითონ განსაზღვროს თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული.

„საჭიროა ამ ქალაქში შემოვიტანოთ მუნიციპალური ველოსიპედები, სკუტერები და ამავე დროს, ვიფიქროთ ტრანსპორტის ისე ორგანიზებაზე, რომ ახლომდებარე სოფლებს შეეძლოთ გვიანობამდე დაკავშირება ქალაქთან. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია მედიათეკები, რომელბმაც თბილისში გაამართლა, როდესაც ჩვენ ავაშენეთ 3 მედიათეკა, ხოლო ამ მთავრობამ ეს პროექტი გააჩერა. ეს არის უნიკალური თავშეყრის ადგილი ახალგაზრდებისა და მოხუცებისათვის, ინფორმაციისა და განათლების მიღების კარგი საშუალება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ზუგდიდში აშენდეს 3 მედიათეკა. ამავე დროს, ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და შესაბამისად, ის უნდა გახდეს ოფიციალურად რეგიონის ცენტრი. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ბიუჯეტიდან პირდაპირ, ავტომატურად, ადგილზე დარჩეს ფული, რათა ადგილობრივი ხელისუფლება არ იყოს დამოკიდებული ცენტრალურზე, არამედ იყოს დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე და იყოს მორგებული მათ საჭიროებებზე.

ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რადგან დღეს ყველაფერი არის საპირისპიროდ აწყობილი, ყველა უყურებს ერთ კაცს, იმ ერთ კაცს კი ეზარება და სძულს საქმის გაკეთება და არის ასე ქვეყანა გაჩერებული ჭაობში, ვიქნევთ ხელებს და კიდევ უფრო ვეფლობით ჭაობში. ამიტომ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო აქ ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში“, -განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა