პარლამენტის წინ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მხარდამჭერი აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც შეურთდნენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდა დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე.

აქციაზე მყოფი პირები აცხადებდნენ, რომ მელაშვილი და ილიჩევა უდანაშაულოები არიან და მათი დაკავების საქმის მიღმა პოლიტიკური ინტერესებია.

"მთელი სისტემა მუშაობს ამ ადამიანების წინააღმდეგ. საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წევრები გამოვიდნენ და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ისაუბრეს ამ ადამიანებზე, როგორც დამნაშავეებზე. ეს მოდის რუსეთის ბასტიონებიდან. ეს ყველაფერი შარშან ირმა ინაშვილმა დააანონსა, საქმის გამოღვიძება კი ახლა მოხდა, როცა ეს რუკა 2007 წელს დაახარვეზეს, საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იყო. რატომ არ დაკითხეს ზურაბიშვილი?! ესეც მიკერძოებულობაზე მიუთითებს", - განაცხადა "სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო