ივერი მელაშვილის მეუღლე - პატრიარქმა იცოდა, რომ მელაშვილი იყო წესიერი და პატიოსანი ადამიანი, ეჭვი მეპარება, ეს მისგან მოდიოდეს

პატრიარქმა იცოდა, რომ ივერი მელაშვილი იყო წესიერი და პატიოსანი ადამიანი. ეჭვი მეპარება, ეს მისგან მოდიოდეს, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თამარ სულაძე მეუღლისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი "ზევიდან, პოლიტიკურადაა მართული". ამასთან, თამარ სულაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს სირცხვილია, როცა ასეთი ამბავი ხდება, როცა პატრიოტ ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია, ციხეში სვამენ. არ ვიცი, ეს სიბინძურე ვის თავში მოიხარშა. მართალი გითხრათ, მოლოდინი მაქვს, რომ შესაძლოა კიდევ რამე მოიფიქრონ არჩევნებამდე. ძალიან მეშინია, მეშინია მისი ჯანმრთელობის გამო, მეშინია ყველაფრის გამო. ძალიან გთხოვთ, მხარში დამიდექით. ყველას მადლობას გიხდით, ღმერთმა დაგლოცოთ. ასევე მამაობზე მინდა ვთქვა - მე, მაინც არ მჯერა,რომ საპატრიარქოს ყველა წევრი არის ამ ბინძური ბრალდების მომხრე. თვითონ ჩემს მეუღლეს ჰქონია შეხვედრა პატრიარქთან. პატრიარქმა აჩუქა ვერცხლის ჯვარი, რომელსაც არ იშორებდა. პატრიარქმა იცოდა, რომ ივერი იყო წესიერი და პატიოსანი ადამიანი. ეჭვი მეპარება, რომ ეს მისგან მოდიოდეს, მაგრამ არიან ზოგი ისეთები, რომლებმაც არ ვიცი რა მიზეზით... ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ორი მიზეზი. პირველი, შესაძლოა ეს არის დილეტანტობის გამო, იმიტომ, რომ კარგად ვერ ერკვევიან, სპეციალისტები არ არიან. მეორე- უფრო უარესი, რომელზეც არ მინდა ვიფიქრო, რადგან მორწმუნე ადამიანი ვარ და არ მინდა ამაზე ფიქრი - შეიძლება აქაც ვიღაცის დავალებების გამო იყოს ეს ყველაფერი. თუ ეს ასე არის, ჩემზე უკეთ იციან სასულიერო პირებმა, რომ უზარმაზარი ცოდვაა, როცა ცილს სწამებ უდანაშაულო ადამიანს. ყველას მოვუწოდებ, გონს მოვიდნენ და ნუ განაგრძობენ ამ ცილისწამებას. კარგად გაარკვიონ რაშია საქმე", - განაცხადა თამარ სულაძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც შეურთდნენ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა