ფოთში  ,,ნაცმოძრაობის“ წევრებმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გამართეს

ფოთის საქალაქო სასამართლოსთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდაჭერებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. მათი განცხადებით, ისინი უდანაშაულოები არიან . მათივე თქმით, უსამართლობას ყოველთვის შეებრძოლებიან.

,,სოლიდარობას ვუცხადებთ უდანაშაულო ადამიანებს , ივანიშვილის მძეევლებს , რომლებიც არიან ამ ქვეყნის პატრიოტები და საპროცესო გარიგებაზეც კი არ წავიდნენ ხელისუფლებასთან. გადაწყვეტილება მიიღეს , რომ არავითარ შემთხვევაში ამ სიბინძურეში მონაწილეობას არ მიიღებენ. ადამიანი, რომელიც ამბობს , რომ ჯერ მე ვარ ქართველი, მერე ვარ ადამიანი, კაცი და შემდეგ არის ჩემთვის სხვა სამსახური, ამ კაცს ვერ გატეხავს ეს ხელისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვჯერა მისი უდანაშაულობის და სადაც საჭირო იქნება , ყველგან დავდგები და უსამართლობას შევებრძოლები. არ დამთავრდა ამ ხელისუფლების სიბინძურეები. 2012 წელს მოვიდნენ 10 თვის ბავშვის მსხვერპლთშეწირვით, შემდეგ საბურავების თემა იყო, შემდეგ რაღაც ციხის კადრები, არ მთავრდება, ხელისუფლებაში ოღონდაც დარჩნენ და ყველაფერს კადრულობენ“, -განაცხადა "ნაცმოძრაობის“ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ .

სოლიდარობის აქციას ,,ნაცმოძრაობის“ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია