მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის ფაქტებს ყოველდღიურად ვაწყდებით

მოსალოდნელ პროვოკაციებზე ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც იყო საუბარი, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეული მოქალაქის, ასევე განსაკუთრებით ჩვენი აქტივისტების, თუ პარტიის წევრების, რომ ასეთ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციები არის ერთადერთი იარაღი, რომელიც შეიძლება რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენოს არჩევნების, ქვეყნის და არა მხოლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომელიც პრინციპში სხვა გზას არ უტოვებს მათ, რომ შევიდნენ პოლარიზაციის და დაძაბულობის სპირალში და ამით მოჩვენებითად შექმნან ფონი, რომ ქვეყანაში რაღაც სერიოზული დაძაბულობაა.

„ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა აქტივისტს, ყველა ჩვენს მომხრეს, პარტიის ყველა წევრს არ აყვნენ პროვოკატორებს. ყველა თათბირი იწყება ამ დავალებით და ამ მოწოდებით, რომ არ უნდა დავუშვათ ძალადობა. სამწუხაროდ, ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მას მოჰყვა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ ასეთი ფაქტები, თუმცა ძალიან ცუდია და ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით პროვოკაციის ფაქტებს. პროვოკაციას რომ თავი დავანებოთ, გუშინ უკვე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ემუქრებიან კონკრეტული პარტიის აქტივისტები სიცოცხლის მოსპობით. ამასთან დაკავშირებითაც, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები თავის რეაგირებას მოახდენენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო