აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ქალაქ განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ქალაქ განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, სომხური მხარის ავიაიერიშების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.

ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ.

მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრი, სტეპანაკერტი დაბომბა.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდოდა.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ქალაქ განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა