ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 7 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 74,383 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,053,807-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 918 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ კი 108,334-ს გადააჭარბა.

ინდოეთში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 6 მილიონს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო