„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს და ლარის გაუფასურება გააპროტესტეს

"ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებას აპროტესტებდნენ, რომელიც მათი განცხადებით ,,ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში 60%-ით გაუფასურდა. აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პერფორმანსის სახით, ლარზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის კუპიურები მიიტანეს.

,,დღეს კანცელარიასთან მოვედით იმის საჩვენებლად, რომ გვყავს სრულიად ჩაფლავებული ხელისუფლება, რომელმაც ვერცერთ გამოწვევას ვერ გაუძლო და ყველა მეტად მათი ჩაფლავება ჩანს ლარის კურსში, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში არის გაუფასურებული 60%-ით. ისინი თავიანთი თავის გარდა ყველას და ყველაფერს აბრალებენ ამ პრობლემას. მთავრობის დამსახურებით არის ლარი ამ მდგომარეობაში, თუმცა მათ ბიძინა ივანიშვილის გარდა არაფერი აინტერესებთ და ამის სადემონსტრაციოდ მოვიტანეთ ძვირფასი კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით მთავრობის კანცელარიასთან“, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა თათია ვახტანგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა