წითელი ჯვარი - ბოლო 48 საათის განმავლობაში კანარის კუნძულებზე ნავებით სულ მცირე 1 000 მიგრანტი ჩავიდა

ბოლო 48 საათის განმავლობაში კანარის კუნძულებზე, რომელიც ესპანეთის სამეფოს ეკუთვნის, ნავებით სულ მცირე 1 000 მიგრანტი ჩავიდა - ამ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, დროის მცირე მონაკვეთში ამდენი მიგრანტი კუნძულებზე რამდენიმე ათწლეულია არ მოხვედრილა. კომიტეტის ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა სენეგალიდან არიან და კანარის კუნძულებზე მოსახვედრად აფრიკის კონტინენტიდან ნავებით 1 600 კილომეტრზე მეტის გაცურვა მოუწიათ.

წითელი ჯვრის განცხადებით, რამდენიმე მიგრანტს ჰიპოთერმია ჰქონდა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საერთო ჯამში, წელს კანარის კუნძულებზე 3 200-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 600%-ით აღემატება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა