სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 56 451-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 020-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 45 824 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 9 607 პირს უტარდება.