მეუფე გრიგოლი - ამბავი, რასაც მამა კირიონი ჰყვება უფრო ემოციური მხარეა, თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, გული დამწყდება

შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს.

საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა მამა კირიონის მოსაზრებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მამა კირიონი გულწრფელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ რასაც ის ჰყვება ემოციური მხარეა.

,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება“, - ამბობს მეუფე გრიგოლი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო