26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე ქსელი. პარალელურად, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგება. დაგეგმილი სამუშაოებისთვის 761 852 ლარი დაიხარჯება.

,,ამასთან, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სადაც, წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო. უახლოეს მომავალში კი, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა