სერგი კაპანაძე - ამ ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოკლევადიანი პოლიტიკური ხელისუფლება და არჩევნებამდე უნდათ ამ ყველაფრის გადაგორება

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეზე რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო ჩართულობას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლების თანაშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან ცალკე აღნიშვნის ფაქტია და ის პიდაპირ აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, სწორედ რუსეთს აწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ცუდი ურთიერთობა.

ამასთან, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას აწყობს პოლიტიკური ხელისუფლების გახანგრძლივება და ამ საქმით რა დაზიანდება, არ აინტერესებთ.

„ამ რუკას არანაირი მოძიება არ სჭირდებოდა, ჩვეულებრივად არსებობდა, უბრალოდ არ ჩათვალა კომისიამ საჭიროდ, რომ გამოეყენებინათ და ახსნეს, თუ რატომ არ ჩათვალეს. ცალკე აღნიშვნის ფაქტია ის, რომ ღარიბაშვილს, ივანიშვილს და ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ რუკის სხვა ვერსია, რომელშიც იგულისხმება იმავე ტირაჟში დაბეჭდილი რომელიმე სხვა რუკა, მოიძიო რუსეთში, იქაური სპეცსამსახურების არქივებში და ჩამოიტანო აქ, ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ იგორ გიორგაძის მეგობართან და კოლეგასთან და პარტნიორთან, ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და დაამყარონ ასეთი ურთიერთობა, ჩამოიტანონ იქიდან რუკა და თან გახსნან ისეთი პანდორას ყუთი, რომელიც ჩვენ ინტერესებს დააზიანებს. რუსეთს აწყობს, რომ ჩვენ და აზერბაიჯანს გვქონდეს ცუდი ურთიერთობები, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ აღელვებთ, ამ ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოკლევადიანი პოლიტიკური ხელისუფლება და არჩევნებამდე უნდათ ამ ყველაფრის გადაგორება. იმის იქით რა დაზიანდება, ეს მათ საერთოდ არ აინტერესებთ”, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

აღნიშნულ კომენტარს “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა