ანა ნაცვლიშვილი - ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის  მიერ კანონის უხეშად დარღვევაზე  რეაგირებას მოვითხოვ

“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ამავე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატის, ზაზა ლომინაძის მიერ უთანასწორო საარჩევნო კამპანიაზე საუბრობს.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, 10 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა. პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი, ბილეთები არ გაყიდეს, რაც წინასაარჩევნო უთანასწორო კამპანიის ნაწილია.

რაც შეეხება თეატრის განცხადებას, თუ რატომ არ გაიყიდა ბილეთი, მათ ოფიციალური წერილი მისწერეს ანა ნაცვლიშვილს, სადაც განმარტავენ, რომ "აღნიშნულ დღეს თეატრში ჩამოდიოდა პრეზიდენტი და ოფიციოზი".

“ღონისძიებაზე მოწვეული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ზაზა ლომინაძე. მას ასევე მისცეს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ეს არის არა მხოლოდ კანონის დარღვევა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არამედ ყველა ქუთაისელისთვის საყვარელი - მესხიშვილის თეატრის შეურაცხყოფა და კულტურის პარტიული პოლიტიკისთვის გამოყენების საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება. მოვითხოვ საარჩევნო ადმინისტრაციისგან, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, რაც კანონით ისჯება.

მოვითხოვ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან - პარტიული პოლიტიკის ასპარეზად ნუ გადააქცევენ ხალხის ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს,”-აცხადებს ნაცვლიშვილი და “ქართული ოცნების“ კანდიდატს მოუწოდებს, უარი თქვას კანონდარღვევით უთანასწორო საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე.

ანა ნაცვლიშვილის აღნიშნულ განცხადებას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს