კახა კალაძე - თბილისის 3-4 ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ეს ბაღები არ გაიხსნება - დანარჩენში არის მზადყოფნა

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება.

მისივე თქმით, დანარჩენი ბაღები გახსნისთვის მზად არის.

“მშობლები უკვე გაფრთხილებული არიან, რათა დავიცვათ ბავშვებისა და იქ მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. 12 ოქტომბერს არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად იქნება საუბარი. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თუ სხვა რაიმე გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ინფორმაციას ამაზეც მოგაწვდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს