გიორგი ვაშაძე - გპირდებით, რომ გლეხის შრომა დაფასდება და 31 ოქტომბერს მათი ხმა გაიმარჯვებს

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სოფლებში საშინელი სიღარიბეა და გლეხის შრომა არ ფასდება.

მისივე თქმით, პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დასახმარებლად მილიარდები გამოყვეს თუმცა, გლეხამდე ერთი თეთრიც არ მისულა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერობის კანდიდატი აქცენტს კახელი გლეხების ძირითად შემოსავალზეც აკეთებს და ყურძნის დაბალ ფასზე მიანიშნებს, რის გამოც „გლეხი უბრალოდ აღარ იღებს მოსავალს, რადგან მათთვის აზრი აღარ აქვს“.

ვაშაძის თქმით, ეს უმოქმედობა უნდა დასრულდეს და 31 ოქტომბერს ხალხის ხმამ უნდა გაიმარჯვოს.

,,საშინელი შიმშილი და სიღარიბეა ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლად, სიღარიბე იგრძნობა ხალხში, გლეხის შრომა არ ფასდება. მილიარდები გამოიყო პარტნიორი ორგანიზაციებიდან მათ დასახმარებლად და გლეხამდე თეთრიც არ მისულა. ყურძნის ფასი 80 თეთრია და გლეხები უბრალოდ, აღარ კრეფენ მოსავალს, რადგან აზრი აღარ აქვს. 80 თეთრად ოჯახში რაღაცა ხომ უნდა მიიტანოს. ჩვენი პირობაა, რომ გლეხის შრომა დაფასდება, აი ეს უნდა გავაკეთოთ. დღე და ღამე მუშაობენ, საკუთარი ხელებით შრომობენ, დიდი სურვილი აქვთ მოსავალი მიიღონ და ოჯახი ამით არჩინონ, რათა შიმშილის პრობლემა არ ჰქონდეს ზამთარში, მაგრამ უმოქმედოდ არიან, ზამთარი როგორ უნდა გადაიტანოს ამ ხალხმა? დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ხალხის ხმა გაიმარჯვებს და ეს სიღარიბე დასრულდება !", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს