კახა კალაძე - ცხვირ-პირის მტვრევა და მუქარები კატეგორიულად მიუღებელია - ყველამ, ვინც დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს

ჩვენთვის მთავარია არჩევნები მშვიდ, თანაბარ პირობებში ჩატარდეს, სადაც კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ “ცხვირ-პირის მტვრევა და მუქარები კატეგორიულად მიუღებელია“.

“ძალადობა, დაპირისპირება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევას უნდა მოჰყვეს. რამდენიმე კვირის წინ მარნეულში ჩვენ ვიხილეთ ფიზიკური დაპირისპირება, ჟურნალისტზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ადამიანმა, ვინც დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მინდა მოვუწოდო ყველას - არა აქვს მნიშვნელობა, არიან ჩვენი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, ასეთი ქმედებებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ეს არსებულ საარჩევნო გარემოს ყველანაირად აზიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა