ილჰამ ალიევი - რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება

რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი რუსეთზე 100%-ით არის დამოკიდებული და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად რუსეთს შეუძლია.

„არავისთვისაა საიდუმლო, რომ სომხეთი რუსეთზე 100 პროცენტით არის დამოკიდებული. რუსეთი მათ უფასო შეიარაღებით უზრუნველყოფს. მსოფლიოში არ არსებობს მეორე ასეთი შემთხვევა, სადაც ერთი ქვეყანა მეორეზე ასე იყოს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ რუსეთს აქვს ბევრი ინსტრუმენტი, უმოკლეს დროში დაარწმუნოს სომხეთი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიიდან გასვლა, რათა ჩვენი ხალხი იქ დაბრუნდეს“,- განაცხადა ალიევმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს