აზერბაიჯანი და სომხეთი აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასრულებენ

აზერბაიჯანი ჯერჯერობით, ასრულებს მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, მაგრამ ვითარებას აფასებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა განუცხადა.

„ამ დროისთვის აზერბაიჯანი ცდილობს დაიცვას ზავი. ჩვენ კვლავაც ვცდილობთ მიღწეული შეთანხმების დაცვის დემონსტრირებას“, - აღნიშნა გაჯიევმა.

მისივე თქმით, ბაქოში ხედავენ სომხური მხრიდან შეტევებს აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით.

„თუკი ასე განაგრძობენ, მოგვიწევს კონტრზომების მიღება კანონიერი სამხედრო ზომებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ყველა შესაძლებლობა განიხილება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეპანიანის განცხადებით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმია ჯერჯერობით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა, აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, შეიარაღებული ძალები მზად არის საპასუხოდ.

„10 და 11 ოქტომბერს აზერბაიჯანი განაგრძობს სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით და უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არმია რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული. თუკი აზერბაიჯანი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას და დაიწყებს შეტევით ოპერაციებს, არმიის პასუხი ძალიამ მძაფრი იქნება“, - წერს შუშან სტეპანიანი „ფეისბუკის“ გვერდზე.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც მოსკოვში შედგა, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა