გარდაბნის პოლიციაში „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი გამოიკითხა

გარდაბნის პოლიციაში “ლელოს” აქტივისტი რაშად მუსაევი გამოიკითხა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხვაზე რაშად მუსაევისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

“გამოკითხვა უკვე დასრულდა. ბრალი არ არის წაყენებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები და აქტივისტები სრულიად საქართველოს მასშტაბით “ლელოს” აქტივისტებზე ახორციელებენ ზეწოლას, მუქარას, შანტაჟს, დაშინებას და მოსყიდვის მცდელობას, ისინი ე.წ. გამოძიებებს იწყებენ სხვების მიმართ, მსხვერპლების მიმართ და არ იწყებენ ნამდვილ გამოძიებას იქ, სადაც თავად არიან ყველაფრის თავი და თავი. რაშადის მიმართაც ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმით ზეწოლა, დაშინება და მას პატიმრობით ემუქრებოდნენ, როგორც თვითონ აცხადებს ნარკოტიკების ჩადებას და შემდეგ უკანონო პატიმრობას და შესაბამისად, სამწუხაროდ, ამ ადამიანმა გააკეთა მოჭარბებული ემოციის ფონზე იმ ტიპის განცხადება, რომელიც გააკეთა. რაშადი ბოდიშს უხდის ქართულ საზოგადოებას ამის გამო, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი არის “ქართული ოცნება”, რომელმაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. რაშადს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, მათ შორის, სუიციდის მცდელობაზე ფიქრი და ფაქტობრივად, “ქართული ოცნება” ცდილობს გაანადგუროს ადამიანები ქვეყანაში”, - განაცხადა გეგენავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“ აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია