რომის პაპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა

რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების პირობები შეასრულონ. ამის შესახებ პაპმა ვატიკანში საკვირაო მესის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში ვითარება ძალიან დაიძაბა და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შესრულება ზედმიწევნით არ ხდება, მოვუწოდებ მხარეებს, რომ განაგრძონ მისი შესრულება და მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა, განადგურებული სახლების და დანგრეული ეკლესიების გამო“, – განაცხადა რომის პაპმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს