ბინის მეპატრონე - შემთხვევით ვიპოვეთ ნაჭერში გახვეული ხელყუმბარა, გამნაღმველებმა თქვეს, რომ სასწავლოა

ხელყუმბარა, რომელიც თოიძის ქუჩაზე იპოვეს, სასწავლო ხელყუმბარა აღმოჩნდა. როგორც ბინის მეპატრონე ჰყვება, ხელყუმბარა ეზოში არსებული სათავსოს სახურავზე ნახეს, რის შემდეგაც 112-ს დაუკავშირდნენ.

„ყურძენს ვკრეფდით და ეზოში, „ჩულანის“ თავზე, სახურავზე შემთხვევით ვიპოვეთ ნაჭერში გახვეული ხელყუმბარა. შეგვეშინდა, გამოვიძახეთ 112. მოვიდნენ, ნახეს, დაგვაცლევინეს ბინა, გაგვიყვანეს გარეთ და დაელოდნენ გამნაღმველებს, რომლებიც ახლა მუშაობენ. მათ თქვეს, რომ სასწავლო ხელყუმბარაა“, - განაცხადა სახლის მეპატრონემ მთვარისა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 236 მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო