კახა კახიშვილი - რაღაც ეტაპზე, მოვიდა დრო, როდესაც სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იყო შესაძლებელი

ვფიქრობ, შესაძლებელი იყო საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა თუნდაც რამდენიმე ხანი ყოფილიყო ცალკე, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა.

მისი თქმით, ცალკე უწყებაში ბევრად სწრაფი რეფორმები ხორციელდება.

"მთელ მსოფლიოში ძირითადად, სასჯელაღსრულების სისტემა ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ან არის ქვეყნები, სადაც არის შსს-ს დაქვემდებარებაში. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე მოვიდა დრო, როდესაც შესაძლებელი იყო გაერთიანება. თუმცა, ჩემი პირადი თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო, საქართველოში, თუნდაც, რამდენიმე ხანი ყოფილიყო ცალკე, რადგან ბევრად სწრაფი რეფორმები ხორციელდება, როდესაც კონკრეტულად ერთ დარგზე ხარ პასუხისმგებელი",- განაცხადა კახიშვილმა.

მან დასძინა, რომ საგანგაშოს ვერ ხედავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა